ახალგაზრდა მოჭიდავე ზვიად პატარიძე მსოფლიო ჩემპიონია

საფრანგეთში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ფალავნებიც იღებენ მონაწილეობას.

120 კგ წონით კატეგორიაში კი ზვიად პატარიძემ ანგარიშით 9:0 დაამარცხა უნგრელი ფერენს ალმასი. 

ფინალში პატარიძე თურქ ოსმან კენან ილდირიმს დაეჭიდა. პატარიძემ მეტოქე 1:21 წუთში აშკარა უპირატესობით, ანგარიშით 10:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.~

რამდენიმე წუთის წინ კი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ დავით ჩხარტიშვილი 55 კგ. წონით კატეგორიაში და 66 კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე.

აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა 2 დღეში 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გუშინ მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის გახდა გიორგი მელია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ნუგზარ წურწუმია დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად