ახალგაზრდა მოჭიდავე რამაზ ზოიძე მსოფლიო ჩემპიონია

საფრანგეთში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ფალავნებიც იღებენ მონაწილეობას.

66 კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძემ ნახევარფინალში უშეღავათო ბრძოლაში 7-5 დაამარცხა ირანელი მოჰამად მორად ელიასი, ფინალში კი ყაზახ კაჰარმან კისიმეტოვს დაუპირისპირდა.

ფინალში ზოიძემ მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს 120 კგ წონით კატეგორიაში ზვიად პატარიძე.

რამდენიმე წუთის წინ კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა დავით ჩხარტიშვილი 55 კგ. წონით კატეგორიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად