ახალგაზრდა მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საფრანგეთში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ფალავნებიც იღებენ მონაწილეობას.

50 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ პირველ შეხვედრაში უკრაინელი ვლადისლავ კოროცელოვი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მეოთხედფინალში წურწუმია  ყაზახ სადვოკასოვს შეხვდა, მეტოქე ანგარიშით 6:2 დაამარცხა.

ნახევარფინალში წურწუმია უზბეკ ილხომ ბახრომოვთან ანგარიშით 8:0 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო ბრძოლა, სადაც ირანელ მეჰდი ნეჯადი 7-2 სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად