ახალგაზრდა მოჭიდავე გიორგი მელია მსოფლიო ჩემპიონია

საფრანგეთში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ფალავნებიც იღებენ მონაწილეობას.

96 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ პირველ შეხვედრაში შვეიცარიელი დამიან ევუ ანგარიშით 4:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში იაპონელ იუტა ნარას ეჭიდავა, რომელსაც 7:1 სძლია.

ნახევარფინალში მელია ამერიკელი ტრეისი ჰენკოკს შეხვდა. მძიმე ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ამერიკელი მეტოქე ანგარიშით 12:8 დაამარცხა.

ფინალში ქართველმა ფალავანმა ბელარუსი სიჩევი მინიმალური ანარიშით 4:3 დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად