ახალგაზრდა მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილი მსოფლიო ჩემპიონია

საფრანგეთში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ფალავნებიც იღებენ მონაწილეობას.

55 კგ წონით კატეგორიაში დავით ჩხარტიშვილმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ყირგიზ ნუზუპბეკ ტოპჩუბაევს 9:8 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.

ფინალში ჩხარტიშვილი იაპონელ იო ნამბას დაუპირისპირდა, რომელსაც 3:2  სძლია და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებისთვის იბრძოლებს კიდევ 2 ქართველი ფალავანი 66 კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე და 120 კგ წონით კატეგორიაში ზვიად პატარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად