ახალგაზრდა გოგო, 128 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ახალგაზრდა გოგო სოციალურ ქსელში წერს, რომ 128 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“2 ივლისს ჭავჭავაძიდან გამოვყევი 128 ნომერ მიკროავტობუსს. დიდუბეში უნდა ჩავსულიყავი ამანათის ასაღებად. სამთოქიმიასთან რომ კრუგია მანდ გააჩერა შუაში 3 მგზავრი ამოვიდა ეს გვიან გავიაზრე , სადაც გააჩერა ანუ. შემდეგ მირზაანთან ვთხოვე გაეჩერებინა მაგრამ ვერ გაიგო მივხვდი , ავდექი და კიდევ გავუმეორე რომ გაეჩერებინა მერე მიაჭირა გაზს და იტალიურ სკოლასთან გააჩერა სანამ გააჩერებდა მე მოვსრიალდი და კარებს მივასკდი. რას აკეთებ თქო და გაბრაზებულმა კარები მივუჯახუნე, ზებრაზე ვიდექი როცა კარის ხმა გავიგე , ჩამოვიდა ბეჭებში ჩამარტყა დიახ ჩამარტყა, პატარა ბავშვს რომ ქეჩოში წაავლებენ ეგრე წამავლო ხელი აეთრიე შე გაუზრდელოო თან იფურთხებოდა წინ მედგა აი 10 სმ დაშორებით და ამათრია მარშუტკაში რაც მოვახერხე ხელი გამიშვი თქო ეგ იყო , შეხედეო სადაა გაჩერება, კაი მაგრამ დიდუბეში სადაც გააჩერა იქ საერთოდ კარის გაღებაც არ შეიძლება , მაგრამ წყნარად ეთქვა, გამოცდიდან მოვდიოდი ძალიან გადაღლილივიყავი, გათენებული მქონდა დედა ჩამომივიდა საზღვარგარეთიდან ამას პლიუს სიცხეც მქონდა და მოკლედ ვერ შევძელი ამ მძღოლის უმსაგავსობასთან გამკლავება , მაგრამ “კაცები” ფანჯრიდან იყურებოდნენ გაოგნებული ვიყავი ხმა არავის ამოუღია , ჩამოვედი მარშუტკიდან და სულ ნქბიჭვარო მიძახა რისგამო ვერ მივხვდი , რაც შევძელი ეს იყო რომ მანქანის ნომერს ფოტო გადავუღე, იმდენად ცყდად გავხდი არვიცოდი რამექნა ძალით ვადგამდი ნაბიჯებს , ძლივს მივედი სახლამდე , ასეთი ადამიანები უნდა მუშაობდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში? ის მძღოლი არარაობა იყო, ადამიანებზე უფრო მეტკინა გული არავინ ხმა არ ამოიღო! თქვენს შვილს რომ დაემართება მერე აღარ გადაიჭრათ ვენები. რაც მე იმდღეს გამოვიარე ლამის გული წამივიდა წნევა ისე დამივარდა! ისე მრცხვენოდა ასეთი რამ რომ შემემთხვა ეს როგორ მოვყვე თქო! მერიაში დავრეკე და არც კი დაინტერესებულან მანქანის ნომრით. არადა მითხრეს რომ ჯერ კიდევ მათ დაქვემდებარებაში არიან, მაგრამ არ აინტერესებთ ფსიქიკურად შეშლილი მძღოლი თუ ემსახურება საზოგა.დოებას. ალბათ ხმა რომ ამომეღო წიხლებით მცემდა ის მძღოლი! თუ ერთიდაიგივე ადამიანი მართავს ერთ კონკრეტულს ტრანსპორტს იცოდეთ ეს 128 მარშუტკის მძღოლი”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

“აიპრესი” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-სა და თბილისის მერიას დაუკავშირდა და ველოდებით მათგან დამატებით ინფორმაციას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...