ახალდაბაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყება

სოფელ ახალდაბაში ჩაქცეული გზის იქით დარჩენილი მოსახლეობა იუსტიციის, ეკონომიკისა და დევნილთა მინისტრებმა მოინახულეს. მინისტრები ახალდაბაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩაფრინდნენ და დაზარალებულებს პირველადი საჭიროების საგნები, საკვები და წყალი ჩაუტანეს.

სტიქიის ზონაში ამჟამად, ძირითადად, შუახნის მოქალაქეები არიან დარჩენილნი. ბავშვებისა და მოზარდების ევაკუაცია გუშინ დილიდან მოხერხდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელში მოშლილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა. გზის აღდგენამდე დღეს სოფელს გენერატორი მიეწოდება. დღესვე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

„მოხდება ფიზიკური ძალის შემოყვანა, ასევე, სამუშაო ინსტრუმენტების შემოტანა, რათა შესაძლებელი გახდეს გაწმენდითი სამუშაოების დაწყება“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად