„ახალბაღი“ ახალ სეზონს ახალი ატრაქციონებით შეხვდება

„ახალბაღში“ ახალ სეზონზე პატარებს და არა მარტო პატარებს სასიამოვნო სიახლე ელით.
კულტურისა და დასვენების პარკი მიმდინარე წლის ზაფხულს ახალი ატრაქციონებით შეხვდება. მათი შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პროექტი ითვალისწინებს 7 ერთეული ატრაქციონის მოწოდებასა და დამონტაჟებას.
“ახალბაღში” განთავსდება 2 ერთეული „კარუსელი“, „მფრინავი სკამები“, 2 ერთეული „ელექრომატარებელი“, „მფრინავი გემი“ და „მოძრავი კალათა“. გარდა ამისა, განხოციელდება ავტდრომის რეაბილიტაციაც და ძველი მანქანები ჩანაცვლდება ახლებით.
შესყიდვის ღირებულება 800 ათასი ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად