ახალაია: მეგის ქარდავა არ იყო იმ დონის სახელმწიფო მოხელე, ასეთი სიგიჟეები ჩაედინა

იწერდნენ თუ არა ადამიანების პირად ცხოვრებას ვიდეოზე, აშანტაჟებდნენ თუ არა ადამიანებს და რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში მეგის ქარდავას?  
ამ კითხვით მიმართა "შაბათის კურიერის" წამყვანმა ნოდარ მელაძემ ე.წ. მატროსოვის ციხეში მჯდომ ბაჩო ახალაიას რაზეც ამ უკანასკნელმა განაცხადა:

"არც შს და არც თავდაცვის სამინისტროში პირადი ჩანაწერების არქივი არასდროს ყოფილა. ჩემს გარდა იქ სხვა მინისტრებიც იყვნენ. არაფერი არქივი იქ არ ყოფილა. არც მე დამხვედრია არანაირი არქივი და არც არავის დახვედრია, რადგან არ არსებობდა ეგეთი არქივი.

არ ხდებოდა ადამიანების პირადი ცხოვრების ჩაწერა?

მაგ ადამიანთან (საუბარია მეგის ქარდავაზე. ავტ) დაკავშირებით, მკაფიოდ შემიძლია გითხრათ ერთი რამე: თუ რამეს ეგ ადამიანი აშავებდა, თუ რამე აქვს ჩადენილი, ისევე როგორც მე, ისევე როგორს სხვამ, უნდა აგოს კონკრეტულ დანაშაულზე პასუხი. ახლა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სახელის და გვარის გამო, აწებებენ და აწებებენ ყველაფერს ამ ადამიანს. ერთ შემთხვევაში ბრალდება უნდა იყოს კონკრეტული და მერწმუნეთ, ეს ადამიანი არ არის იმ დონის სახელმწიფო მოხელე, რომელსაც ასეთი სიგიჟეების ჩადენა შეეძლო

საიდან გაჩნდა "კასრების საქმე"?! ვინ შექმნა ეს კასრები?

მე ციხეში ვიჯექი და დიდი ეჭვი მაქვს, რომ "კასრების საქმე" თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია. რამე ასეთი სიგიჟე საფუძვლიანად მიმაჩნია ფალსიფიცირებულად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად