ახალ ზელანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულების 6 ცხედარს მიაგნეს

ახალი ზელანდიის პოლიციამ, კუნძულ უაით-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულების 6 ცხედარს მიაგნო. ვულკანი კუნძულზე 9 დეკემბერს გააქტიურდა. ამის შესახებ ახალი ზელანდიის პოლიცია თავის ოფიციალურ Twitter-ზე წერს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცხედრები ხომალდ Wellington-ით, ჯერ ამოცნობაზე გადაჰყავთ.

აღსანიშნია, რომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოესი დროის განმავლობაში, ვულკანი შესაძლოა კვლავ გააქტიურდეს.

ახალი ზელანდიის კუნძულ უაით-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევა 9 დეკემბერს მოხდა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვულკანის გააქტიურების მომენტში კუნძულზე 47 ადამიანი იმყოფებოდა. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მომხდარს 8 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 26 პირი ჯერ კიდევ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად