ახალ ზელანდიაში უცნობმა მამაკაცმა ერთი პოლიციელი მოკლა

პარასკევს, ახალ ზელანდიაში, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს, რომლებიც არეგულირებდნენ მოძრაობას ოკლენდში. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ვებსაიტზე განთავსებულ განცხადებაში. ადგილობრივი პრესის ცნობით, გარდაიცვალა ერთი სამართალდამცავი.

“პოლიცია მუშაობს ინციდენტის ადგილზე, დასავლეთ ოკლენდში. ადგილობრივი დროით 10:30 საათზე, უცნობმა მამაკაცმა პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინციდენტის დროს, ორი ოფიცერი მძიმედ დაშავდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზეთ The New Zealand Herald იტყობინება, რომ მოგვიანებით ერთ-ერთი დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმები მეორე პოლიციელის მდგომარეობას აფასებენ, როგორც მძიმეს, მაგრამ სტაბილურს.

ამჟამად, ინციდენტის ადგილი გარშემორტყმულია პოლიციელებით, სკოლები და საბავშვო ბაღები დაკეტილია. დამნაშავე იძებნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად