A1 ბანერი

ახალ ზელანდიაში თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ნაციონალური პოლიციის კომისარმა მაიკ ბუშმა განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა New Zealand Herald-ი ავრცელებს.

BBC- ის ცნობით, თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. New Zealand Herald-ის თანახმად, შემთხვევის შედეგად 48 ადამიანი დაშავდა.

პოლიციის განცხადებით, დინ-ავენიუს მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმისას 41 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი ქალაქის ცენტრში მდებარე ლინვუდის მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმას ემხვერპლა. როგორც ბუშმა აღნიშნა, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ინციდენტის შედეგად მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 49 ადამიანს მიაღწია.

თავდასხმების შემდეგ, სამართალდამცავებმა ოთხი ადამიანი დააკავეს: სამი მამაკაცი და ერთი ქალი. ერთ-ერთ მათგანს ბრალი უკვე წაუყენეს. “პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხალხი დაიცვას”, – განაცხადა კომისარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...