ახალ ზელანდიაში შესაძლო საფრთხის გამო, სამედიცინო დაწესებულების შენობა ბლოკირებულია

ახალი ზელანდიის პოლიციამ Hawks Bay-ის სამედიცინო დაწესებულება შესაძლო საფრთხის გამო, უსაფრთხოების მიზნით დაბლოკა. ინფორმაციას პორტალი NewstalkZB ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულება უსაფრთხოების მიზნით დროებით დახურეს. აღმოსავლეთ ოლქის პოლიცია Facebook-ის გვერდზე იტყობინება, რომ პოლიცია საავადმყოფოში იმყოფება და ვითარებას აკონტროლებს.
“როგორც პრევენციული ღონისძიება, გთხოვთ, ამ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 50 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა, ზოგიერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. მეჩეთებში მომხდარი სროლის საქმეზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ადამიანი მკვლელობაშია ბრალდებული. კიდევ ორი პირი პატიმრობა რჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...