ახალ ზელანდიაში ხუთ მოქალაქეს ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი შეუყვანეს

ახალ ზელანდიაში ხუთ ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი შეუყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი რადიო RNZ იუწყება.

ვაქცინაციის პროცესში დაშვებული შეცდომები უკვე აღიარა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, კრის ჰიპკინსმა. მინისტრის თქმით, შეცდომები “ადამიანური ფაქტორით” არის გამოწვეული.

ოკლენდში, ჰაიბრუკის რაიონული ვაქცინაციის ცენტრში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ვარაუდობენ, რომ ვაქცინის ნაცვლად, ზოგ პირს მხოლოდ ხსნარი გაუკეთეს, რომელიც ვაქცინის გასათხელებლად გამოიყენება.

კომენტარები
იტვირთება...