ახალ ზელანდიაში, 1987 წლიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი კვარტალური ვარდნა დაფიქსირდა

ახალი ზელანდიის მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსთვის 12.2%-ით შემცირდა პანდემიის უარყოფითი გავლენების გამო.

ბიუროს მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა მარტში რეცესიაში შევიდა, მაგრამ შემდეგ ახალი ზელანდიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მხოლოდ 1.4%-ით შემცირდა. “მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 12.2%-ით 2020 წლის ივნისში, რაც ყველაზე დიდი კვარტალური ვარდნაა 1987 წლის შემდეგ”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

COVID-19 პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური შედეგების გამო, მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. მთლიანობაში სამომხმარებლო ხარჯები 25%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო წარმოება 21,1%-ით. უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 0.2 პუნქტით შემცირდა და 4% შეადგინა.

ტექნიკური რეცესია,  მშპ-ს ორი კვარტალური კლება – ადრე დაფიქსირდა ახალ ზელანდიაში 2009 წელს, როდესაც პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა 0,1% -ით, ხოლო მეორეში 1%-ით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად