ახალ სასწავლო წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში რვა საჯარო სკოლა იქნება რეაბილიტირებული.

პროექტის ფარგლებში სარკინეთის, მაშავერის, იაღუფლოს, კამარლოს, ზემო ოროზმანის, ზემო კარაბულახის, იფნარისა და დაგარახლოს სკოლებს ჩაუტარდება ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

რეაბილიტაციის ფარგლებში გათბობის სისტემები, გადახურვა და სანიტარული კვანძები მოეწყო, შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეთათვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულებულია ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით 648625 ლარით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად