ახალ სანქციებზე, რუსეთი ევროკავშირს ადეკვატურ რეაგირებას ჰპირდება

"რუსეთი ევროკავშირის მიერ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე, ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს",-ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

 "გაუგებარია 16 თებერვალს ევროპის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების სიის გაფართოების შესახებ. ევროკავშირმა ამჯერადაც არ მიაქცია ყურადღება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კრიზისის ესკალაციის მიზეზებს და კვლავ კიევის "ომის პარტიას" დაუჯერა. ეს ნაბიჯი არალოგიკურია, რომ როგორც კი ჩნდება შიდა კრიზისის გადაწყვეტის იმედი, ბრიუსელი ჩქარობს, მიიღოს ანტირულული ზომები.

განსაკუთრებით არალოგიკურად ჩანს ეს გადაწყვეტილებები მინსკის შეთანხმებების ფონზე, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში უკვე ვერ აკონტროლებენ სანქციებს, ან სასურველის რეალობად წარმოჩენა უნდათ. ასეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ადეკვატური რეგირება მოჰყვება, ეწინააღმდეგება ლოგიკას და უკრაინის შიდა კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესს ავნებს",-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, 19 ფიზიკური და 9 იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა.

კომენტარები
იტვირთება...