ახალ ორლეანში, კიბერთავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლუიზიანას შტატში, ახალ ორლეანში, კიბერთავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ქალაქის მერი ლატოა კანტრელი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 13 დეკემბერს, იქაური დროით 5:00 საათზე, დაფიქსირდა საეჭვო აქტივობა, რომელიც მოგვიანებით შეფასდა, როგორც კიბერთავდასხმა. თავდასხმის შედეგად, საქალაქო სამსახურის სერვერები გათიშული იყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც CNN-ი იუწყება, საქალაქო ქსელზე თავდასხმა ვირუსების მეშვეობით მოხდა. მსგავსი პროგრამები, როგორც წესი, ავირუსებს კომპიუტერის ქსელებს და ბლოკავს მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომლებისთვისაც შემდეგ კიბერ თავდამსხმელები გამოსასყიდს ითხოვენ მერე.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმის აღმოჩენის მომენტისთვის, გამოსასყიდის არანაირი მოთხოვნა არ იყო წაყენებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად