ახალ ორლეანში ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა

აშშ-ის ლუიზიანას შტატის ქალაქ ახალ ორლეანში ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. ამ გზით ხელისუფლებას დარბევებისა და მაროდიორობის ფაქტების პრევენცია სურს, რადგან ქალაქი ქარიშხალ “იდას” გამო ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას Assosiated Press ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ქურდობის ფაქტები უკვე დაფიქსირდა და რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ელექტრომომარაგების აღდგენას საღამომდე შეძლებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ლუიზიანას შტატში ქარიშხალ “იდას“ შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი გარდაიცვალა. შტატის გუბერნატორი, ჯონ ბელ ედვარდი აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

ცნობისთვის, ქარიშხალი “იდა”, რომელმაც 29 აგვისტოს ღამით აშშ-ის შტატ ლუიზიანას დაატყდა თავს, ტროპიკულ შტორმამდე შემცირდა.

კომენტარები
იტვირთება...