აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება

აკაკი ზოიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილებას ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა პარლამენტის წევრის აკაკი ზოიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა პარლამენტი.

კომიტეტში წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტები, რის საფუძველზე კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა საკითხს.

სამართლებრივი დასკვნა გადაეგზავნა პარლამენტის ბიუროს, რის საფუძველზეც საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად