აკაკი ზოიძე: ვაქცინამ გაიარა საველე გამოცდა და ვიცით, რომ ფატალური შედეგებისგან 100%-ით გვიცავს

“არჩევანი ცალსახაა, აიცრან მოქალაქეები იმისათვის, რომ ჩვენ დავასრულოთ პანდემია. წამალიც დაგვჭირდება, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი იარაღი ვაქცინაციაა”, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს რა ასაკობრივ ჯგუფშიც არის დაშვებული ვაქცინაცია, იდეალური შედეგები გვაქვს.

“არჩევანი ცალსახაა, აიცრან მოქალაქეები იმისათვის, რომ ჩვენ დავასრულოთ პანდემია. წამალიც დაგვჭირდება, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი იარაღი ვაქცინაციაა. ყველა ვაქცინამ მოსახლეობაში საველე გამოცდა გაიარა და ასეულობით მილიონი ადამიანის შემდეგ გვაქვს დამაიმედებელი შედეგები. მათ შორის ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, სადაც კვალიფიციურმა ადამიანებმა შეიძლება განსაზღვრონ რაზეა საუბარი.

დღეს რა ასაკობრივ ჯგუფში, სადაც არის დაშვებული ვაქცინაცია, მე ვიტყოდი, რომ იდეალური შედეგებია. 18-დან 59 წლამდე მოქალაქეებზე უსაფრთხოება საშუალო ხარისხის მტკიცებულებაა. როგორც ჩანს, საკონტროლო ჯგუფები არ იყო საკმარისი. სადაც ჩატარდა ამ ვაქცინით ვაქცინაცია, დანამდვილებით ვიცით, რომ ვაქცინაციის შემდეგ არავინ დაინფიცირებულა ისე, რომ ფატალური შედეგით დამთავრებულიყოს. მთავარი ის არის, რომ ვაქცინა მათ შორის “სინოფარმი” და “სინოვაკი” თითქმის 100%-ით გვიცავს ისეთი გართულებისგან, რომელიც შეიძლება გართულებით დასრულდეს”, – თქვა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...