აკაკი ზოიძე: რასაც “რუსთავი 2 აკეთებს, არის ძალიან მდარე, მაგრამ ძალიან საშიში პროვოკაცია!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის გადაცემა “პ.ს.”-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას რუსულენოვან გინებას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ.

“რასაც ეხლა “რუსთავი 2″ აკეთებს არის ძალიან მდარე, მაგრამ ძალიან საშიში პროვოკაცია!!!! ამათ ისევ ომი და უბედურება უნდათ!”

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში უშვერი სიტყვებით აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...