აკაკი ზოიძე: მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება ვაქცინაცია, მაგრამ ასჯერ მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია

მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება ვაქცინაცია, მაგრამ ასჯერ მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცრუ მოლოდინები არ გაჩნდეს იმაზე, რომ ვაქცინაციის შემდეგ პირბადე აღარ უნდა ვატაროთ და ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას.

“მნიშვნელოვანია რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ იშოვოს ვაქცინის ის 40%-იც, რაც არა კოვაქს პლატფორმით არის შემოსასვლელი. ანუ დაახლოებით მილიონი ადამიანისთვის. რა პერსპექტივები გვაქვს, რომ ვიშოვოთ და სად არის წინასწარი შეთანხმებების კუთხით მუშაობა”, – ამბობს ზოიძე.

არის თუ არა ამ კითხვაზე პასუხი? – აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ არის.

“შესაძლოა მუშაობა მიდის, მაგრამ ეს უნდა იყოს საჯარო იმისთვის რომ მოქალაქეების დავამშვიდოთ. ამასთანავე არ უნდა გავაჩინოთ ცრუ მოლოდონები – კადრები რომ არის და პირველი ადამიანი რომ აიცრა, ის იღბლიანი ადამიანი იქნება, მაგრამ ამან არ გააჩინოს მოლოდინები, რომ მაშინვე პირბადე მოვიცილოთ და თავი დავაღწიოთ შეზღუდვებს და მასობრივ თავყრილობების პრევენციას.

რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება ვაქცინაცია, მაგრამ ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია, ანუ ზაფხულში”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...