აკაკი ზოიძე: დღეს მოსალხოების 60% რომ ყოფილიყო აცრილი, დღეში 30 ის ნაცვლად, მხოლოდ ერთი ადამიანი, ან საერთოდ არავინ დაიღუპებოდა

ექსპერტი კანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე ვაქცინაციასთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ ჯანმოს ანალიტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“იმათ საყურადღებოდ, რომლებიც აშშ-ს CDC -ს შიდა მემოს (რაც ნიშნავს, რომ მას არ აქვს ჯერ სათანადო მტკიცებულებითი საფუძველი, მაგრამ განხილვას იმსახურებს) “ნიშნის მოგებით” დააფრიალებს იმის დასამტკიცებლად, რომ რა აზრი აქვს აცრას, თუ აცრილები ისეთივე გადამდებები არიან, როგორც აუცრელები:

იგივე CDC-ს და რაც მთავარია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანალიტიკური მონაცემებით:

1. აცრა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინით (ჩვენს შემთხვევაში ესენია პფაიზერი, ოქსფორდ ასტრა ზენეკა, სინოფარმი და სინოვაკი) გიცავს მძიმედ დაავადებისგან, და სიკვდილისგან მინიმუმ 10 დან 9 შემთხვევაში თუ სრულად ხართ ვაქცინირებული, მათ შორის დელტა ვირუსით ინფიცირებისას (სიკვდილისგან დაცვა, მათ შორის დელტა ვირუსზე 95%-ს აღემატება).

2. სრულად აცრილ ადამიანს, მინიმუმ ორჯერ (!) უფრო მცირე რისკი აქვს, რომ დაინფიცირდეს დელტა ვირუსით და რომც სრულად დადასტურდეს CDC-ს მემო და აცრილი მაგრამ ინფიცირებული ადამიანები ისევე ავრცელებენ ვირუსს, როგორც აუცრელები, – გამოდის რომ აცრა მინიმუმ ორჯერ ამცირებს ვირუსის გადაცემის სიჩქარეს, სწორედ ამას ემყარება საზოგადოებრივი იმუნიტეტის ცნება – თუ საკამარისი რაოდენობით აცრილი ადმიანები იქნებიან, ვირუსის გადაცემა საერთოდ შეწყდება.

სწორედ ამიტომ, საქართველოში 1 აგვისტომდე მხოლოდ 1980 სრულად აცრილ ადამიანს დაუდასტურდა COVID-19 (1.8% 110 ათასზე მეტი სრულად აცრილიდან) და 2 ადამიანი გარდაიცვალა (ანუ 0.1 %), რაც ნიშნავს მინიმუმ 15 ჯერ ნაკლებ სიკვდილობას. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის გარდაცვალება ტრაგედია (სამწუხაროდ დღეს დღეში 35-40 ადამიანის სიკვდილი ანონიმურ ქრონიკად გადაიქცა((( მაგრამ თითოეული სიცოცხლის გადარჩენა იმავდროულად უდიდესი მიღწევაა, ხოლო ეს ციფრები ნიშნავს, რომ დღეს მოსალხოების 60% რომ ყოფილიყო აცრილი, დღეს დღეში 30 ის ნაცვლად, მხოლოდ ერთი ადამიანი, ან საერთოდ არავინ არ დაიღუპებოდა.
ასე რომ:
#აიცერიგადარჩები! #აიცერიდაგადაარჩენ”-წერს აკაკი ზოიძე.

კომენტარები
იტვირთება...