აკაკი ზოიძე: არ მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტს ამ პოლიტიკურ თამაშში სწორად იყენებდეს

„როგორც ვატყობთ ბატონი მამუკა ხაზარაძე უკვე აქტიურად შემოვიდა პოლიტიკური თამაშის ველზე, მაგრამ არ მგონია რომ ანაკლიის პროექტს ამ პოლიტიკურ თამაშში სწორად იყენებდეს“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს.

მისი თქმით, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში განახორციელებს ამ პროექტს ხაზარაძის კონსორციუმთან თუ მის გარეშე.

„როგორც ვატყობთ ბატონი მამაუკა ხაზარაძე უკვე აქტიურად შემოვიდა პოლიტიკური თამაშის ველზე, მაგრამ არ მგონია რომ ანაკლიის პროექტს ამ პოლიტიკურ თამაშში სწორად იყენებდეს და საერთოდ, არ მგონია რომ ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი ამ პოლიტიკურ თამაშში გამოსაყენებელი “ფიშკა” იყოს. სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში განახორციელებს ამ პროექტს ხაზარაძის კონსორციუმთან თუ მის გარეშე“ – აცხადებს აკაკი ზოიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად