აკაკი ზოიძე: არ მაინტერესებს, რას ამბობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა, სადაც გადაცემის წამყვანი დეპუტატს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებებისა და ქართული მხარის რეაქციაზე უსვამდა კითხვებს.

კითხვაზე, პუტინს განცხადებების მუდმივ რეჟიმში არ სჭირდება პასუხები არა საომარ ვითარებაში, არამედ დიპლომატიურ დონეზე, პასუხობს, რომ სჭირდება.

წამყვანმა მას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასება სთხოვა, რაზეც დეპუტატი ასე პასუხობს:

“დიდი ბოდიში, რას ამბობს ქალბატონი სალომე არ მაინტერესებს. ჩვენი პასუხი იყო რეზოლუცია, რომელიც მიიღო გუშინწინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად. საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ჩვენ რუსეთს ამას არ ვაპატიებთ. გუშინწინდელ ამბავს გიყვებით”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გადაცემის წამყვანმა მას პრეზიდენტის განცხადება შეახსენა: “მან საკუთარი ქვეყნის თუნდაც ყველაზე მძიმე და არაეთიკურ აქტივობებს უწოდა პროვოკაცია. ბოდიში მოიხადა ქვეტექსტით. ვინც გავრილოვის ვიზიტით იყო აღშფოთებული პრაქტიკულად რადიკალები უწოდა, დაეთანხმა რუსულ ნარატივს, ეს მისაღებია?” – ჰკითხა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ზოიძე კი პასუხობს: “თქვენ თქვენ პოზიციას გამოხატავთ თუ გინდათ საზოგადოებას ჟურნალისტურად რაღაც გინდათ უთხრათ? თქვენი პოზიცია გასაგებია.

ამ ქვეყნის პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადეს, რომ ისტორიას ვერ გადაწერს რუსეთი. რუსეთი არის ოკუპანტი. მე თავიდანვე გითხარით, რომ რას ელოდებით, საომარი რიტორიკით დავიწყებთ საუბარს-მეთქი.

მე არ გახლავართ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი. შეგიძლიათ მას ჰკითხოთ”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...