აკაკი მინაშვილი: ხვალ პარლამენტის ბლოკირება არ მოხდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ხვალ ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირება მოხდება, თუმცა არ იქნება ბლოკირება.

ამის შესახებ აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა თავისუფლად შეეძლებათ.

„ამ საკითხზე იმსჯელა ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. აქ არის საუბარი იმაზე, რომ არ მოხდება, ხაზს ვუსვამ, არ მოხდება პარლამენტის შენობის ბლოკირება. ნებისმიერ პარლამენტარს შეეძლება, თავისუფლად შევიდეს პარლამენტის შენობაში. ეს გუშინ ყველა პარტიის წარმომადგენელმა დააფიქსირა ერთხმად“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ 26 თებერვლის აქციაზე განაცხადა, რომ 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას დაიწყებენ.

მარტის თვის განმავლობაში, აქციები იგეგმება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან.

ოპოზიცია პიკეტის მოწყობას ხვალ, 2 მაარტს, დილით პარლამენტის შენობასთან გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...