აკაკი მინაშვილი: ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება!

“სინამდვილეში ახლაა საჭირო ყველას ერთობლივი მობილიზება და აქტირუბა. დამერწმუნეთ, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ ხელისუფლებას რესურსი არ აქვს.

“სინამდვილეში ახლაა საჭირო ყველას ერთობლივი მობილიზება და აქტირუბა. დამერწმუნეთ, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. ამ ხელისუფლებას რესურსი არ აქვს. უბრალოდ ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ და გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა შეიძლება სხვისი უფლების დარღვევის საწინდარი იყოს. ყველას შეიძლება მიადგეს ზიანი, თუ გაგრძელდება ის ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი ქვეყანაში”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...