აკაკი მინაშვილი დანიელსონის დოკუმენტზე: ერთ ფარატინა ქაღალდზე ხელმოწერა ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანდა

ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება და ხელმოწერა ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან არ გამოიყვანდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

“ერთ ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება და ხელმოწერა ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან არ გამოიყვანდა. ეს შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოფილიყო გამაყუჩებელი, თუმცა გაყუჩების ეფექტის გასვლის შემდეგ, ტკივილი უფრო დიდია.
სინამდვილეში დაავადებას უნდა ვუმკურნალოთ. ამის გზა რა არის? არის ის, რომ პოლიტიკური დევნილი ქვეყანაში არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს რისკი, რომ პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დაიჭერენ” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...