აკაკი ბობოხიძე: უნდა დავარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, რომ სანქციები ყველაზე ეფექტური იქნება

უნდა დავარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, რომ სანქციები ყველაზე ეფექტური იქნება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა გზას მიმართავენ.

“მერე რომ არ დაგვიწყონ ლაპარაკი ხელისუფლებამ თუ ოპოზიციის ნაწილმა, რომ აი ვერ დაარწმუნეთ დასავლელი პარტნიორები, ან არ გაიარეთ ყველა გზაო, ყველა გზას გავდივართ. მათ შორის პოლიტიკური პროცესის პროტესტის გზასაც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, რომ სანქციები იქნება ყველაზე ეფექტური “ქართული ოცნების” დროს”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კომენტარები
იტვირთება...