აკაკი ბობოხიძე სალომე ზურაბიშვილზე: მე არ მინდა სიტყვა მოხუცებული ვიხმარო, თუ სიბერე…

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ “TV პირველის” ეთერში გადაცემაში “ღამის ამბები” ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიში შეაფასა.

“ახალი არაფერი გაგვიგია. სამწუხაროდ ეს ქალი თამაშობს უბრალოდ. მე არ მინდა სიტყვა მოხუცებული ვიხმარო, თუ სიბერე ვიხმარო…

უბრალოდ, ამ ქალბატონმა აიხდინა თავისი ბავშვობის ოცნება. ის თამაშობს და ჩვენ, ქართველი ხალხი ვაფინანსებთ მის ამ სურვილებს, იმიტომ რომ ცუდის გარდა ეს ქალბატონი არაფერი კარგის არც ინიციატორია და სამწუხაროდ არც შემძლე.

მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, ოღონდ არ უხსენებია ეს სიტყვა, მაგრამ მან რაც აღწერა სიტუაცია, რაც არის შექმნილი, სწორედ ეს არის კრიზისი – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად