ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმაურება.

როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, კაცი, რომელიც ჯვარს ატრიალებს და საკუთარ ოჯახსაც კი უღირსად ექცევა, შეუძლებელია, რომ საზოგადოებას სცემდეს პატივს.

მისი თქმით, სააკაშვილის ბოლო განცხადებაც ამის დასტური იყო.

„ის თავის თანაპარტიელებს ეუბნება, რომ პოლიტიკაში პრინციპები და ღირებულებები კი არ არის მთავარი, არამედ მთავარი ბელადის ერთგულება და მასთან ერთად ტივტივია“ - თქვა აკაკი ბობოხიძემ