აკაკი ბობოხიძე: ქართული ოცნება“ არსებობს მხოლოდ ერთი ნარატივით, რომ გაკარება არ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“

დღემდე „ქართული ოცნება“ არსებობს მხოლოდ ერთი ნარატივით, რომ გაკარება არ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა აკაკი ბობიხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მივმართო მთაწმინდელ ამომრჩეველს, განსაკუთრებით იმას, ვინც ხმა მისცა ოპოზიციის სხვა კანდიდატებს და არა შალვა შავგულიძეს. შალვა შავგულიძე არის კაცი, რომელმაც პირველად დაარღვია ტაბუ და გაბედა პოლიტიკური მომავალი დაეკავშირებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან წამოსულ პოლიტიკურ ძალასთან „ევროპულ საქართველოსთან“, დაარღვია ეს ტაბუ და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. დღემდე „ქართული ოცნება“ არსებობს მხოლოდ ერთ ნარატივით, რომ გაკარება არ შეიძლება ძველ „ნაციონალებთან“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძემ მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ “ამ ბოროტების წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს საქართველო, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია.”

„მეორე ტურში თქვენი რომელიმე კანდიდატი რომ გასულიყო, ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვიყავით მხარი დაგვეჭირა, რადგან ამ ბოროტების წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს სრულიად საქართველო, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ჩვენ მზად ვიყავით, მხარი დაგვეჭირა, როგორ აპირებდა თქვენი კანდიდატი გამარჯვებას, ჩვენი მხარდაჭერის გარეშე? სადაც ელოდებოდით, რომ ჩვენ დაგიჭერდით მხარს, ამაღლდით ვიწროპარტიულ ინტერესზე, გაბედეთ და მხარი დაუჭირეთ არა „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობას“, არამედ შალვა შავგულიძეს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...