აკაკი ბობოხიძე: პოლიტპატიმრებისა და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის თემა უნდა იყოს ერთი მთლიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი

„კარგია თუ მიხეილ სააკაშვილის პარტია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა ამას გაითვალისწინებს და კონცენტრირდება რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებზე.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს.

„პრინციპში ვეთანხმები, მიდგომა მართალია. პოლიტპატიმრებისა და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის თემა ეს უნდა იყოს ერთი მთლიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ უნდა ვკონცენტრირდეთ საერთო ინტერესებზე, ეს არის ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. კარგია თუ მიხეილ სააკაშვილის პარტია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა ამას გაითვალისწინებს და კონცენტრირდება რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებზე.“ – განაცხადა ბობოხიძემ

 

ცნობისთვის მსაჯვრებულმა საქართელოს ყოფილმა მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიმართვა სოციალურ ქსელ “ფესბუქში” გაავრცელა. სადაც აღნიშნულია  – უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა

კომენტარები
იტვირთება...