აკაკი ბობოხიძე: ნიკა მელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ საჯაროდ ამის ლაპარაკი ცოტა უხერხულია

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ სწორი პოლიტიკური გადაწყვტილება მიიღი, მაგრამ საჯაროდ ამის ლაპარაკი, ცოტა უხერხულია – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძე „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე განაცხადა.

„დღეს ფაქტია, რომ ოპოზიციას ჰყავს ერთი გამოცხადებული ლიდერი ნიკა მელია და მინდა, რომ ღრმა პატივისცემა გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ, მან პოლიტიკური არჩევანის მის პიროვნულ უსაფრთხოებას, პიროვნულ დისკომფორტსა მის პოლიტიკურ არჩევანს შორის, და ვიტყოდი სხვათა შორის, რომ პოლიტიკურ არჩევანის სასარგებლოდ გააკეთა ეს გადაწყვეტილება, სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო მაგრამ, რომ იცოდეთ, ამის საჯაროდ და სახალხო ლაპარაკი ცოტა ამ მომენტისთვია არათუ უხერხულია, არამედ, შეიძლება ხელის შემშლელიც იყოს. ამ პროცესს, ბრძოლას ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლას ჰყავს რეალური, ნამდვილი მეორე ლიდერი და ეს არის გიგა ბოკერია, გიორგი კანდელაკი, გიგი წერეთელი”,
– განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...