აკაკი ბობოხიძე: ჯერჯერობით ვხედავ არათანმიმდევრულობას ლელოსა და ნაციონალური მოძრაობის მოქმედებებში

„ევროპული საქართველოს“ აღმას.რულებელი მდივანის აკაკი ბობოხიძის თქმით, მალე წარადგენენ გეგმას თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

“ჩვენ რამდენიმე დღეში წარვადგენთ ჩვენს ხედვას თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, რამდენად დაემთხვევა ის მელიას შემოთავაზებულ გეგმას არ ვიცი, ჯერჯერობით რასაც ვხედავ ეს არის არათანმიმდევრულობა ლელოსა და ნაციონალური მოძრაობის მოქმედებებში, რომლებიც ჩემი აზრით, შედეგის მოტანის თვალსაზრისით არცთუ ისე საიმედოა”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კომენტარები
იტვირთება...