აკაკი ბობოხიძე: მიდგომები, რომელიც მთავრობას და პრემიერს  აქვს ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართ, შეიცავს კორუფციის დიდ ხიფათებს და რისკებს

“ევროპული საქრატელოს” წევრის, აკაკი ბობიხიძის შეფასებით, პპარემიერ გიორგი გახარიას გუშნდელი გამოსვლა პარლამენტში იყო კატასტროფული, იმის მიუხედავად, რომ გარეგნული ეფექტურობის თვალსაზრისით შეიძლება ვინმეს კარგად მოეჩვენა.

ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ ტვ “პირველის” “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა და განმარტა, რომ მიდგომები, რომელიც მთავრობას და პრემიერს  აქვს ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართ, შეიცავს კორუფციის დიდ ხიფათებს და რისკებს.

“პრემიერ გახარიას გამოსვლა, იმის მიუხედავად, რომ ეფექტურუბის თვალსაზრისით, გარეგნულად შეიძლება კარგით მოჩვენებოდა ვინმეს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ იყო კატასტროფული. იმიტომ, რომ არ ლაპარაკობდა რეალობაზე. მიდგომები, რომელიც მთავრობას და პრემიერს  აქვს ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართ, შეიცავს კორუფციის დიდ ხიფათებს და რისკებს. დახმარება მათთვის საინტერესო სფერო პირდაპირ არის, ოღონდ როდესაც ლაპარაკობენ ზოგადად დახმარებებზე, ობივატელისთვის შეიძლება ძნელი აღსაქმელი იყოს რატომ ვაკრიტიკებთ” განაცხადა აკაკი ბობიხიძემ.

მისი თქმით,  როცა მთავრობა ცდილობს, რომ დაეხმაროს ადამიანებს იაფი კრედიტით, ადამიანების დიდი ნაწილი ამ დროს ვერ აცნობიერებს, რომ არ არსებობს იაფი სესხები.

“იაფი შეიძლება იყოს ამღებისთვის, მაგრამ ამას დააფინანსებს სახელმწიფო. ანუ დაფინანსებს ის ადამიანიც, რომელიც ამ სესხს არ ღებულობს, მაგრამ ზოგადად მოსწონს დამოკიდებულება, რომ მთავრობა ეხმარება ვიღაცას. ხელისუფლება ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. მაგალითად, ხელისუფლება არ აპირებს დაეხმაროს ადამიანებს პროცენტებში, ვინც უკვე აიღო იპოთეკური სესხი. ანუ ეხმარება ახალ გაყიდვებს იმისითვის, რომ გაყიდვები მოახერხონ მშენებლებმა, რომელიც პირდაპირ არიან გაიგივებული მათთან. მათი სახელები და გვარები ცნობილია, ზოგიერთის მეპატრონე პარლამენტის წვერებიც არიან, პირდაპირი მნიშნელობით და არა ირიბად”-განაცხადა აკაკი ბობიხიძემ

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად