აკაკი ბობოხიძე: იაგო ხვიჩიას ტვინში სრული ქაოსია, მისი პირით დღეს ირაკლი კობახიძე გველაპარაკება 

იაგო ხვიჩიას ტვინში სრული ქაოსია, მისი პირით დღეს ირაკლი კობახიძე გველაპარაკება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“იაგო ხვიჩიამ ქაოტური ბრალდებების გროვა დაალაგა. მან სცადა ჩვენი პარტიის წევრებს შორის შუღლის ჩამოგდება თითქოს ჩვენ თანაპარტიელებს პატივს არ ვცემთ და არც კი ვუშვებთ მოლაპარაკებებზე. მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ თურმე “გირჩიდან” არც იაგო ხვიჩია დადიოდა მოლაპარაკებებზე და ეს ბუნებრივია. ორივე ჯგუფი – ალეკო ელისაშვილიც და “გირჩიც” უღირსად იქცა. დღეს “ქართული ოცნების” სახით გველაპარაკებიან ადამიანები, რომლებიც თითქოსდა ოპოზიციონერები არიან. მათ უკვე არაფერი აკავშირებთ ოპოზიციასთან.

რისი იმედი აქვს იაგო ხვიჩიას? რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შეიყვანს პარლამენტში იმისათვის, რომ მერე მას მიაცემინოს ხმა ისეთი ცვლილებისათვის, რაც მას არ აწყობს? სრული ქაოსი ტრიალებს მის ტვინში, ოღონდ ეს ქაოსი გამოწვეულია არა მისი გონებრივი შესაძლებლობიდან, არამედ სულ სხვა რამის გამო. იაგო ხვიჩიას პირით დღეს ჩვენ გველაპარაკება ირაკლი კობახიძე”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად