აკაკი ბობოხიძე: იაგო ხვიჩია ცდება, “ლეიბორისტების ფორმატი” აზრს არ კარგავს!

” ლეიბორისტული პარტიის ფორმატს ყოველთვის აქვს აზრი”-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა, აკაკი ბობოხიძემ, “კურიერის” ეთერში განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, “ლეიბორისტული პარტიის ფორმატი” აზრს არ კარგავს, პირიქით მიიჩნევს რომ ამგვარი ფორამტის არსებობას ყოველთვის აქვს აზრი:

“ლეიბორისტების ფორმატს” ნებისმიერ შემთხვევაში აქვს აზრი. წარმოვიდგნით, ძალიან ცუდი რამ მოხდა და ვერ შევთანხმდით საერთო მაჟორიტარებზე. მინიმუმ იმაზე ხო მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ საერთო ფრონტით მოვახერხოთ გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლა, რას ვუპირისპირებთ არასამართლიან გარემოს.

თქვენ ხომ თქვით, რომ იაგო ხვიჩაიმ თქვა რომ “ლეიბორისტების ფორმატი” აზრს კარგავს. არცერთ შემთხვევაში არ კარგავს აზრს! ამაზე გაგეცით პასუხი, ამ ნაწილშიც სცდება იაგო ხვიჩია, ლეიბორისტული პარტიის ფორმატს ყოველთვის აქვს აზრი”-ამბობს აკაკი ბობოხიძე.

ცნობისთვის, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თამაშის წესების იმგავარად განსაზღვრა, რომ ოპოზიციამ არა საერთო კანდიდატები დაასახელოს, არამედ მეორე ტურში გასულ კანიდატებს დაუჭირონ მხარი არასამართლიანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად