აკაკი ბობოხიძე: „ევროპული საქართველო“ არ იქნება იმ გაერთიანებაში, სადაც იქნება „გირჩი“

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „გირჩი“ პარლამენტში შესვლის გამართლებას აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ მიიღებენ.

ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს „გირჩი“ რაღაცის გამო ეფერება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ამის გამო რბილად ექცევა „გირჩს“. „გირჩი“ ამბობს, პარლამენტში არ შევალ, თუ არ შემოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ მე ცუდ საქციელს არ ჩავიდენ, ამას ჩავიდენ მაშინ, თუ ჩემთან ერთად ჩაიდენს „ნაციონალური მოძრაობაც“, მე შევხვდები „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ ცუდი საქციელის ჩადენაზე დავითანხმოო. ანუ, „გირჩი“ ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ შესაძლებლად მიაჩნია, ის ხედავს პოტენციალს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ მან შეიძლება, ცუდი საქციელი ჩაიდინოს. „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, ცუდ საქციელს არ ჩაიდენს. რატომ არ იშვერს ამ შემთხვევაში თითს ჩვენკენ, იმიტომ, რომ ჩვენ რომც შევიდეთ პარლამენტში, რითაც აპირებენ პარლამენტში შესვლის გამართლებას, საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდებათ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

არის კიდევ ერთი მურტალი რამ – შეიძლება, ჩვენ აღმოვჩნდეთ ასეთ სიტუაციაში, რომ „გირჩი“ არის პრინციპული, თავისი სიტყვა შეასრულა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დაითანხმა და ვერ დაითანხმებს, ის არ შევიდა პარლამენტში. ოღონდ თუ დარჩა ოპოზიციურ გაერთიანებში და ითამაშა ის დამანგრეველი როლი…“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კითხვაზე, არ არის გირჩის ადგილი ოპოზიციურ გაერთიანებაში? აკაკი ბობოხიძემ უპასუხა, რომ „ევროპული საქართველო“ არ იქნება იმ გაერთიანებაში, სადაც იქნება „გირჩი“.

„ჩვენ იქ შევდივართ საქმისთვის და არა იმისთვის, რომ იქ გაგზავნილმა ადამიანებმა გარკვეული დისონანსი შემოიტანონ, არიონ გეგმები, გაიტანონ ყველა ამბავი, ტყუილი, თუ მართალი, დაგვაბრალოს რაც უნდა, რევოლუციების მოწყობა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად