აკაკი ბობოხიძე: ჩვენ, ევროპული საქართველო, არ ვიქნებით იმ მოლაპარაკებაზე სადაც იქნება გირჩი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბიბოხიძე აცხადებს, რომ ისინი არ იქნებიან მოლაპარაკების იმ მაგიდასთან, სადაც იჯდება გირჩი.

“არის ერთი მურტალი რამ, არის ძალიან მურტალი რამ, შეიძლება ჩვენ ამ მონაცემებით მივიღოთ ის, რომ “გირჩმა თავისი სიტყვა შეასრულა, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” ვერ დაითანხმა და ვერ დაითანხმებს, ის არ შევიდა პარლამენტში. ამ დროს კი ითამაშა ის დამანგრეველი როლი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოდი მივაბათ ის პლებიცისტი ადგილობრივ არჩევნებს…

კითხვაზე – არ არის გირჩის ადგილი ოპოზიციურ გაერთიანებაში? – აკაკი ბობოხიძე პასუხობს: ნებისმიერის ადგილია, თუ გადაწყვეტს მეორე მხარე. თუ თქვენ თვლით, რომ მე შეიძლება თქვენთან ერად ვიყო, მე ვიქნები თქვენთან ერთად. ჩვენ ვთვლით, რომ არ ვიქნებით იმ მოლაპარაკებაზე, სადაც იქნება გირჩი. რატომ? ვთქვი და ვიმეორებ, ჩვენ იქ შევდივართ საქმისთვის და არა იმისთვის, რომ იქ შემოგზავნილმა ადამიანებმა დისონანსი შემოიტანონ, გაიტანონ ამბავი და დაგაბრალონ რევოლუციონერობა”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მანვე უპასუხა იაგო ხვიჩიას აქციების მოწყობაზე.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე : იაგო ხვიჩიამ განაცხადა, “ევროპულ საქართველოს” რისი აქციების მოწყობის თავი აქვს?” – აკაკი ბობოხიძემ უპასუხა:

ხელები ამიწევია, თუმცა ვართ 2, 3, 4 5 ათასიანი, მაქსიმუ 6 ათასიანი… იაგო ხვიჩია ნუ ილაპარაკებს აი, მაგ სფეროში მართლა ყველაზე ნულოვანი შესაძლებლობების კაცი ნუ იტყვის, მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი, რომ შიგნით ჩვენ 4% მივიღეთ, გაყალბების გამო, ჰა, ჰა 6, ჩვენი შედეგებით უკმაყოფილოები ვართ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად