აკაკი ბობოხიძე: 20 ივნისს სროლის ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა

2019 წლის 20 ივნისს პარლამენტთან, სროლის ბრძანება პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გასცა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემა “პირველებში” განაცხადა. 

“ერთია როცა ბიძინა ივანიშვილი თავის სურვილს ეუბნება პრემიერს და მერე პრემიერ აკეთებინებს. ცუდია, მაგრამ ფორმალურად თითქოს მაინც სწორად არის.

ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილმა ბახტაძის და… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიდევ უფრო მძიმე მგონია გახარიას პასუხისმგებლობა და რატომ, იმ დღეს ვიღაცამ პირდაპირ მიითვისა სახელმწიფო ძალაუფლება, ეს ვიღაცა მგონია ბიძინა ივანიშვილი. მან გასცა პირდაპირ, ოღონდ პოლიციელებს კი არ უთხრა, სხვას უთხრა. იქ არ იყო მარტო პოლიციის სპეცრაზმი, იქ იყო საფინანსოს პოლიციის სპეცრაზმი. საფინანსო პოლიციას იცით ვისითაც მართავს, ფარცხალაძით! იქ იყო სასჯელაღსრულების სპეცნაზები, რომლებიც არაფერ კავშირშია გახარიასთან.

მე გახარიას არ ვეფარები,მ პირიქით ყელამდე ჩაეფლო დანაშაულში. იმიტომ, რომ გახარია მიხვდა, სჯობს დანაშაული აიღოს თავის თავზე. ანუ, დანაშაული დაიყვანოს მის მიერ არასწორად გაცემულ ბრძანებამდე.

გადატრიალება თუ ვინმემ იმ ღამეს მოაწყო,​ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო”, –  განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...