აკაკი ბიბოხიძე: ეს სპექტაკლი ბიძინა ივანიშვილს და ქვეყანას ძვირი დაუჯდება! (ვიდეო)

“ეს სპექტაკლი ივანიშვილს და ქვეყანას ძვირი დაუჯდება!” – ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა.

“ეს არის ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლი, ეს ბიძინა ივანიშვილსაც და ქვეყანასაც მძიმედ დაუჯდება. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ საერთაშორისო პარტნიორები.

ეს ნიშნავს რომ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭრა ინვესტიცია ნაკლები იქნება, ნაკლები იქნება ეკონომიკის წინსვლა, დიდი იქნება უბედურება და ჩვენი ხალხის გაჭირვება. ვინც აქ დგას და ვინც არ მოდის მათიც. ჩვენი სამოქმედო გეგმა არის ის რომ, ივანიშვილი ვაიძულოთ დანიშნოს რიგგარეშე და პროპორციული არჩევნები”- ამბობს აკაკი ბობოხიძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად