აირზენა: “ახალი ინიციატივა რუსული კომპანიებისგნ მოყენებულ ზარალს ვერ დააკომპენსირებს”

სახელმწიფო ეროვნული ავიაკომპანიების სტიმულირებაზე მუშაობს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, ჩარტელური რეისების სუბსიდირების პაკეტი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

კომპანია „აირზენაში“ ინიციატივას მიესალმებიან, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს,  სტიმულირება რუსული ავიაკომპანიების ავიაბაზარზე გამოჩენის მიერ მიყენებულ ზარალს ვერ დააკომპენსირებს. იასე ზაუტაშვილის თქმით, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა კუთხით გეგმავს სახელმწიფო ეროვნული ავიახაზების წახალისებას, რადგან ამ თემაზე კომუნიკაცია არ შემდგარა.

„კომიტეტის სხდომაზე საუბარი შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ გარკვეული წახალისება მოხდება ეროვნული ავიაკომპანიების ტურისტების გაყვანის კუთხით – საუბარია ჩარტელურ რეისებზე, რომ უპირატესობა მიეცეთ ეროვნულ კომპანიებს, რათა ქართული ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებში გაიყვანოს.

ინიციატივას ჩვენი მხრიდან მივესალმებით. ჩვენ ჯერ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ თუ კონკრეტულად როგორ აქვს მთავრობას ჩარტელური რეისების ხელშეწყობა დაგეგმილი, – იქნება ეს დოტაცია, დაფინანსება, კონკრეტული ჯგუფების გამოსყიდვა,  – ამას დეტალური განხილვა სჭირდება.

ამ სახის ინიციატივა ნამდვილად ვერ დააკომპენსირებს იმ ზარალს რაც კომპანიამ მიიღო რუსული ავიაკომპანიების შემოსვლის შემდეგ საქართველოში“, – იასე ზაუტაშვილი.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ტურიზმის წახალისების მიზნით, მთავრობა მოლაპარაკებებს რამდენიმე დაბალ ბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან აწარმოებს. საუბარია Easy Jet-ის, Rayan Air-სა და Air Barlin-ის ქართულ ბაზარზე შემოყვანაზე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით მათთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც აირზენაში აცხადებენ ახალი დაბალ ბიუჯეტური ავიაკომპანიების გამოჩენა მათთვის კონკურენციის გაზრდას არ წარმოადგენს. იასე ზაუტაშვილის თქმით, დაცული უნდა იყოს ყველა ის პრინციპი, რომელიც დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანასთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ახალი კომპანიების შემოსვლას ეფექტი ექნება ნულის ტოლი იქნება.

„ჩვენ ლოუქოსთერს არ წარმოვადგენთ და ჩვენთვის ისინი კონკურენციას არ წარმოადგენენ, მთავარია სახელმწიფომ არ გააიგივოს ლოუქოსთერი და ჩვეულებრივი საბიუჯეტო კომპანია. დაბალბიუჯეტური შემოვა თუ ჩვეულებრივი კომპანია ყველა შემთხვევაში წახალისება პირველ შემთხვევაში ეროვნულ ავიაკომპანიებს უნდა ქონდეთ. ეროვნული ავიაკომპანიები როგორც საქართველოს მოსახლეობის დამსაქმებლებს ასევე ბიუჯეტში თანხის გადამხდელებს წარმოადგენენ.

ჩვენ რუსებიც ვნახეთ ბაზარზე შემოსულები და ზარალის მეტი ქვეყანას და ეკონომიკას არაფერი არ უნახავს. ამით არც ტურისტები მომატებულა და არც მგზავრთა ნაკადი გაზრდილა.

ეკონომიკური თვალსაზრისით ახალი კომპანიების შემოსვლას ეფექტი ექნება ნოლი. ამით საქართველოს მოსახლეობას იაფად ფრენის საშუალება მიეცემა. რაც ძალიან კარგია და ამას მივესალმებით“, – იასე ზაუტაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...