Airbus-მა შესაძლოა გამოუშვას ლაინერები, რომლებიც ფრენებს მავნე ნარჩენების გამოყოფის გარეშე განახორციელებენ

სანდრა შეფერმა, Airbus ExO Alpha-ის ხელმღვანელმა განაცხადა, რომ კომპანიამ შესაძლოა შექმნას ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ფრენებს მავნე ნარჩენების გამოყოფის გარეშე განახორციელებს, რაც შესაძლოა 2030-იანი წლების დასაწყისში მოხდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კომპანია შეისწავლის გაცილებით ეკონომიური ძრავების დამზადებას, აგრეთვე საწვავის ალტერნატიულ სახეობებს, რათა გაუმჯობესდეს აეროდინამიკაც.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, 2030 წლისთვის, უკვე შესაძლებელი იქნება მცირე ზომის თვითმფრინავების შემუშავებაც, რომელშიც დაახლოებით 100 მგზავრი დაეტევა. ისეთი მსხვილ ლაინერებს რაც შეეხება, როგორიც მაგალითად არის A350, პროცესს შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს.

კომპანიის კონკურენტს – Boeing-ს უკვე დაეკისრა 2050 წლამდე ნახშირწყალბადების ორჯერ შემცირება.

2015 წელს, მსოფლიოს 170-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რომელიც გლობალური დათბობის წინააღმდეგ რიგი საკითხების განხორციელებას ისახავს მიზნად, მაგალითად მავნე ნარჩენების გამოყოფის შემცირებას, კლიმატთან ადაპტაციასა და სხვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად