აინშტაინის ხელნაწერი 11,6 მილიონ ევროდ გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი, რომელშიც ის ფარდობითობის თეორიაზე წერს, პარიზში 11,6 მილიონ ევროდ გაიყიდა. DW-ს ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ აუქციონის სახლმა Christie’s გაავრცელა.

54-გვერდიანი დოკუმენტი დიდმა ფიზიკოსმა თავის ახლო მეგობართან, შვეიცარიელ ინჟინერ მიქელე ბესოსთან ერთად ბერლინსა და ციურიხში 1913-1914 წლებში დაწერა. ეს არის აინშტაინის შემორჩენილი ორი ხელნაწერიდან ერთ-ერთი, რომელიც ფარდობითობის თეორიის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

გარდა ამისა, გაყიდული ლოტი ყველაზე ძვირადღირებული სამეცნიერო ხელნაწერი გახდა, რომელიც საფრანგეთში აუქციონზე ოდესმე გაყიდულა. ვინ იყიდა აინშტაინის მანუსკრიპტი, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები
იტვირთება...