“აიისას” პრეზერვატივის შეფუთვაზე წმინდა თამარის გამოსახულების და აფორიზმების გამოყენება აეკრძალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ დააკმაყოფილა თბილისის მერიის საჩივარი და „აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა და პრეზერვატივებზე არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე დღეს გამოაცხადა.
 

ცნობისთვის, აიისას-ს მფლობელის ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 02 მაისს შედგა. მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.

თბილისის მერია პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით) და მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენების აკრძალვას მოითხოვდა.

შეგახსენებთ, შპს „აიისა“ – ს მიერ გამოშვებულ პრეზერვატივთა გარეკანზე გამოსახულია:

  •  ქართლის დედა – გარეკანზე აქვს წარწერა: „I DON’T WANT TO BE YOUR MOTHER“,(მე არ მინდა ვიყო შენი/თქვენი დედა)
  •  წმინდა თამარის (საქართველოს მეფის) კარიკატურული ნახატი, რომელსაც გარეკანზე აქვს წარწერა: „სამეფო კარი თამარში“;
  • შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნიდან აფორიზმი – „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“
კომენტარები
იტვირთება...