აია-სოფიას ტაძრის მუეძინი ოსმან ასლანი მსახურების დროს გულის შეტევით გარდაიცვალა

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს

მეჩეთად გადაკეთებულ წმინდა სოფიას ტაძარში ოსმან ასლანი ანაზღაურების გარეშე, საკუთარი სურვილით მსახურობდა და მის მოვალეობა იყო ტაძარში ხალხის სალოცავად მიხმობა და აგრეთვე ტაძარში ექსკურსიაზე მისულთა დახვედრა და კოვიდუსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს კვირას, 2 აგვისტოს, მეჩეთში, ტაძარში დამთვალიერებელთათვის მომსახურების გაწევის დროს დაემართა გულის შეტევა.

თურქული საინფორმაციო სააგენტოებით იუწყებიან, რომ სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა ტვიტერზე დაწერა მუეძინის გარდაცვალების შესახებ და მის ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად