აჰმედ დავითოღლუ: თურქეთი ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადადის

თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა ევროკავშირთან ახალი ურთიერთობების დაწყებად შეაფასა.

როგორც BBC წერს, ბრიუსელის სამიტზე შეხვედრამდე უნდა განისაზღვროს მიგრანტებისა და ლტოლვილების ნაკადის მიღების საკითხი.

კერძოდ, განიხილება გეგმები, რომლის თანახმადაც თურქეთიდან ითხოვენ საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას და იმათ მიღება, ვისაც დევნილის სტატუსი ევროპამ არ მიანიჭა.

სანაცვლოდ ანკარა ფინანსურ დახმარებას, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას და ევროკავშირში თურქეთის მიღების პროცედურების დაჩქარებას მიიღებს. ამავდროულად ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი ევროპის საზღვრის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...