აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 37.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე, 19 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

2020 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.1 მლნ აშშ დოლარი (71.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს (19.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.5%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად